Saturday, March 3, 2012

გვიკლებს თუ არა ჩვენი პროვაიდერი ინტერნეტის სიჩქარეს



ალბათ იცით რომ დღეს ყველანაირად ცდილობენ არალიცნეზირებული მასალების გადმოწერის შემცირებას, შექმნეს სპეციალური სამსახურები რომლებიც ხურავენ ყველაზე ცნობილ საიტებს და ჯარიმებს აკისრებენ მომხმარებლებს. ამ ორგანიზაციების გარდა ჩვენი ISP (ინტერნეტის სერვისის პროვაიდერები) ცდილობენ ხელი შეუშალონ მომხმარებლებს ფაილების გადმოწერაში და ამას ძირითადად აკეთებენ ინტერნეტის სიჩქარის დაგდებით.

ეს საიტი დაგეხმარებათ გაიგოთ გიკლებთ თუ არა ინტერნეტის სიჩქარეს თქვენი პროვაიდერი.
http://broadband.mpi-sws.org/transparency/glasnost.php

გამოყენება არის ძალიან მარტივი, აირჩიეთ რომელი ტესტი გინდათ ჩაატაროთ (მაგალითად გაინტერესებთ ტორენტის სიჩქარეს გიკლებენ თუ არა, მაშნ მონიშნეთ BITTORENT და ა.შ.)

ტესტი დაახლოებით 3-4 წუთი გრძელდება და ბოლოს დაგიწერთ დაკლებული გაქვთ თუ არა სიჩქარე. ასევე გაითვალისწინეთ რომ ტესტს ჭირდება java-ს გაშვება ასე რომ როცა ამოგიგდებთ მოთხოვნას მის გაშვებაზე დაეთანხმეთ. საკმაოდ გამოსადეგი ხელსაწყოა.

ასევე შემოგთავაზებთ კიდევ ერთ ახალ და ძალიან საინტერესო სერვისს, ამ სერვისის შექმნაში მონაწილეობენ მსოფლიოს გიგანტი კომპიუტერული კომპანიები:

ამ პროექტის დახმარებით თქვენ შეგიძლიათ რამდენიმე სახის ტესტის გავლა, მაგალითად:

ShaperProbe ეს ტესტი გაჩვენებთ გიკლებთ თუ არა თქვენი პროვაიდერი სიჩქარეს


NPAD (Network Path & Application Diagnostics) ეს ატარებს ტესტს სიჩქარის შემცირების ძირითად მიზეზებზე და ჩამოთვლის მოძებნილ პრობლემებს


NDT (Network Diagnostic Tool) გაჩვენებთ თქვენი ინტერნეტის სიჩქარეს (ატვირთვა/ჩამოტვირთვას...)


ტესტების სრული სიის სანახავად გადადით საიტზე: http://www.measurementlab.net/measurement-lab-tools





შეკითხვების შემთხვევაში არ მოგერიდოთ დაპოსტვა :)

No comments:

Post a Comment