Tuesday, March 27, 2012

კომპიუტერის ეკრანის დაბლოკვა ClearLock

როცა კომპიუტერიდან ცოტა ხნით ადგომა გიწევთ და არ გინდათ რომ სხვამ იქექოს თქვენ ფაილებში, შეგიძლიათ გამოიყენოთ clear lock. ამ პატარა აპლიკაციის საშუალებით დაბლოკავთ ეკრანს, მის მოსახსნელად უნდა შეიყვანოთ თქვენს მიერ დადებული პაროლი.
სამჯერ არასწორი პაროლის შეყვანის შემდეგ 5 წუთის განმავლობაში თქვენ არ გექნებათ პაროლის შეყვანის უფლება და ეკრანი იქნება დაბლოკილი, ამ დროის გასვლის შემდეგ კვლავ შეგეძლებათ პაროლის შეყვანა.
პროგრამას ინსტალაცია არ ჭირდება, გაუშვებთ და მიუთითებთ სასურველ პაროლს შემდეგ დააჭერთ Ok და ეკრანი დაიბლოკება.

კომპიუტერის Log off-ის დროს პროგრამა მაინც აქტიური რჩება. ერთადერთი საშუალება პაროლის შეყვანის გარეშე რომ მოხსნათ ბლოკი არის კომპიუტერის კვების წყაროდან გამორთვა და ისევ ჩართვა. თუმცა ეს პროგრამა მაინც ეფექტურია მოკლე დროის მანძილზე.
პ.ს. ბევრმა შეიძლება ვერც მოიფიქროს რომ კომპიუტერის გარმოთვა/ჩართვამ შეიძლება მოხსნას ბლოკი ;)

ესეც გადმოსაწერი ლინკი: http://www.box.com/s/9f3b01ecc921bf77fab0
არქივში მოთავსებულია პროგრამა 32 და 64 ბიტიანი სისტემებისთვის. აირჩიეთ შესაბამისად.

No comments:

Post a Comment