Saturday, March 17, 2012

.lnk გაფართოების პრობლემის მოგვარება

დღეს ერთი კომპიუტერის გაკეთება მომიწია და ქონდა უცნაური პრობლემა: ყველა პროგრამას ბოლოში .exe გაფართოების მაგივრად ქონდა .lnk გაფართოება და არ იხსნებოდა, ზოგი პროგრამა იხსნებოდა გამშვები პროგრამის არჩევით. მოკლედ არეული იყო ყველაფერი.

ამის მოგვარება შეიძლება ორი ხერხით (მე რაც ვიცი)

პირველი მეთოდი:

გახსენით cmd ფანჯარა ადმინისტრატორის უფლებებით (start>>ძიებაში ჩაწერეთ cmd>>დააჭირეთ მასუსის მარჯვენა ღილაკით და აირჩიეთ run as administrator) და ჩაწერეთ sfc /scannow  და დააჭირეთ ენტერს, შეიძლება მოგთხოვოთ ვინდოუსის საინსტალაციო დისკის ჩადება. პროცესის დასრულების მერე დაარესტარტეთ კომპიუტერი.


მეორე მეთოდი

გახსენით სტარტ მენიუ და ძიებაში ჩაწერეთ regedit  და  შედეგი გახსენინთ, შემდეგ შედით:
HKEY_CURRENT_USER>>Software>>Microsoft>>Windows>>CurrentVersion>>Explorer>>FileExts>>.lnk>>აქ მოძებნეთ ფოლდერი userChoise და წაშალეთ ის. შემდეგ დახურეთ რეესტრის ფანჯარა და დაარესტარტეთ კომპიუტერი, პრობლემა უნდა მგოვარდეს.
შეკითხვების შემთხვევაში კომენტარებში გაგცემთ პასუხს.

No comments:

Post a Comment