Tuesday, March 27, 2012

როგორ დავიცვათ პირადი ინფორმაცია მოგზაურობისას


ამ ბოლო დროს ბევრი რამ შეიცვალა ციფრულ სამყაროში, დაიწერა ისეთი აფსურდული კანონები რომ მწარედ გაგეცინება ადამიანს. ერთ-ერთი ასეთი კანონი აძლევს სახელმწიფოს უფლებას ყველანაირი ნებართვის გარეშე გაჩხრიკონ თქვენი ელექტრონული მოწყობილობები, ეს განსაკუთრებით ხშირად ხდება საზღვარზე გადასვლისას.
აშშ-მა და ბრიტანეთმა უკვე სრულად აამოქმედეს ეს კანონი, თქვენ ვერანაირი არგუმეტნით ვერ გაიმართლებთ თავს და იძულებული იქნებით თქვენი პირადი ინფორმაცია  გააჩხრეკინოთ სახელმწიფო მოხელეს, უარის შემთხვევაში ან დაკიპტულ მასალაზე პაროლის არ გამხელის შემთხვევაში თქვენ გემუქრებათ სასჯელი პატიმრობის სახით.



მსგავსი გაუგებრობის ასაცილებლად და თქვენი პირადი ინფორმაციის დასაცავად მე შემოგთავაზებთ რამდენიმე რჩევას:




  1. პირველ რიგში აუცილებლად გააკეთეთ თქვენი სისტემის ბექაფი და დატოვეთ სახლში. კაცმა არ იცის რა დონის სპეციალისტი შეგხვდებათ საბაჟოზე და შეიძლება თქვენი სისტემა დააზიანოს.
  2. ეცადეთ თან წაიღოთ მინიმალური ინფორმაცია, თქვენი საბანკო ანგარიშის ინფორმაცია, ფულადი გზავნილების ინფორმაცია და სხვა მსგავსი შინაარსის ფაილები რაც შეიძლება რომ არ დაგჭირდეთ დატოვეთ სახლში და წაშალეთ კომპიუტერიდან
  3. თუ მაინდამაინც გჭირდებათ მნიშვნელოვანი ინფორმაცია სხვა ქვეყანაში ყოფნისას მაშინ შეგიძლიათ ფლეშ მეხსიერების ბარათზე ჩაწეროთ ინფორმაცია, დაკრიპტოთ იგი და გააგზავნოთ ფოსტის მეშვეობით. ან ისარგებლეთ claud სისტემით და ატვირთეთ საჭირო ინფორმაცია ინტერნეტში თქვენთვის გამოყოფილ ადგილზე, ისარგებლეთ ისეთი სერვისით როგორიცაა:  https://spideroak.com/ ან აქედან ამოირჩიეთ რომელიც უფრო მოგეწონებათ ან სხვა მსგავსი სერვისით ისარგებლეთ.(ამ ქმედებით თქვენ არ არღვევთ ინფორმაციის საზღვარზე გადატანის კანონს)
  4. სხვადასხვა საიტების ლოგინებს და პაროლებსაც ნუ შეინახავთ კომპიუტერში, ამოიწერეთ ისინი და გქონდეთ ბლოკნოტში.
  5. თუ თქვენ გაქვთ ისეთი ინფორმაცია კომპიუტერში რამაც შეიძლება პრობლემა შეგიქმნათ საზღვარზე (მაგ. არალიცენზირებული ფილმები, მუსიკები, სურათები...) რათქმაუნდა ყველაფერი უნდა დატოვოთ სახლში სხვა შემნახველ მოწყობილობაზე და წაშალოთ კომპიუტერიდან, თუმცა უბრალოდ წაშლა არ არის საკმარისი რადგანაც ყველა ფაილი ტოვებს თავის კვალს კომპიუტერში. ფაილების უსაფრთხოდ წასაშლელად ისარგებლეთ Freeraser , Eraser ხოლო თუ მთლიანად ვინჩესტერის უსაფრთხოდ გასუფთავება გინდათ მაშინ გამოიყენეთ ეს პროგრამა: dban 
  6. თუ დასასვენებლად მიდიხართ სავარუდოდ ბევრ სურათებს გადაიღებთ და მათ შორის იქნება ისეთებიც რომლებიც არ გინდათ რომ ყველამ ნახოს, ამიტომ მსგავსი სურათები გადაიტანეთ კომპიუტერში და ატვირთეთ რომელიმე claud საიტზე ან გადაიტანეთ მეხსიერების  ბარათზე და გაიგზავნეთ თქვენს მისამართზე ფოსტის მეშვეობით.
  7. არ იფიქროთ რომ უბრალოდ თქვენ სმარტფონში გადაიტანთ კონფედენციალურ მასალას და ყველაფერი კარგად იქნება. გაიჩხრიკება ყველა ელექტრონული მოწყობილობა მათ შორის ტელეფონებიც, ასე რომ პირადული ინფორმაციაც ამოშალეთ ტელეფონიდან. ზოგადად უმჯობესი იქნება თუ იაფ ფასიან ტელეფონს წაიღებთ თან, ამ შემთხვევაში თავიდან იაცილებთ პრობლემებს საბაჟოზე და დაკარგვის შემთხვევაშიც დიდად არ დაგწყდებათ გული.
  8. ზოგადად ყველაზე კარგი ვარიანტი იქნება თუ თქვენ გაასუფთავებთ თქვენ მყარ დისკს სრულად და თან იქონიებთ ლინუქსის ლაივ სიდის (linux live CD) ამ მხრივ თქვენ შეძლებთ ინტერნეტში სრულფასოვან მუშაობას და თავიდან აიცილებთ რამენაირი კვალის დატოვებას თქვენ კომპიუტერში.
აი სულ ეს იყო ის საშუალებები რაც მოვიფიქრე პირადი ინფორმაციის დასაცავად. თუ რამე საინტერესო აზრები გაქვთ გაგვანდეთ კომენტარებში :)

No comments:

Post a Comment