Friday, March 30, 2012

იპოვეთ დაკარგული კამერა stolencamerafinder


ინტერნეტში ქექვისას რას არ გადააწყდები კაცი, დღეს შემხვდა ერთი უცნაური საიტი რომელიც გთავაზობთ თქვენი დაკარგული კამერის  დაბრუნების საშუალებას.
მოქმედების მეთოდი ასეთია:
თქვენ საიტზე ატვირთავთ იმ კამერით გადარებულ ფოტოს რომელიც დაგეკარგათ. საიტი მოძებნის ყველა იმ ფოტოს რომელიც გადაღებული იქნა თქვენი კამერით და შემდეგ აიტვირთა ინტერნეტში. სავარუდოდ კამერის მპოვნელიც როგორც ინტერნეტის მომხმარებლების უმეტესობა გადაიღებს სურათებს და ატვირთავს ინტერნეტში.
სურათების ძიება ხდება exif ნომერით რომელსაც თანამედროვე კამერები აყოლებენ ყველა სურათს. თუმაც არსებობს ერთი პრობლემა, ზოგიერთი საიტი სურათის ატვირთვისას შლის exif ნომერს, მაგალითად ფეისბუქი. თუმცა პოვნის შანსი საკმაოდ დიდია.
რათქამუნდა არსებობს ხალხი ვინც იცის როგორ წაშალოს exif ნომერი, მაგრამ ისეთი ხალხის რაოდენობა ვისაც საერთოდ სმენია ამ ნომერზე არის ძალიან ცოტა, ასე რომ თუ ბედი გაქვთ აპარატს საერთოდ არ დაკარგავთ, მაგრამ თუ მაინც დაკარგეთ მას რიგითი მოკვდავი იპოვის.
აქ ნახავთ იმ კამერების ჩამონათვალს რომლებსაც აქვთ საიტზე მხარდაჭერა: http://www.stolencamerafinder.com/listmodels

საიტით ერთჯერადი სარგებლობა არის უფასო, მაგრამ რამდენჯერმე ცდა თუ გინდათ მოგიწევთ ფულის გადახდა, თუმცა ცოტა ფულის გაღება საკუთარი კამერის დასაბრუნებლად მგონი დასანანი არ არის.

ესეც საიტის ლინკი: http://www.stolencamerafinder.com/

No comments:

Post a Comment