Friday, March 30, 2012

ისლანდია ღია პლატფორმაზე გადავიდა


ისლანდიის მთავრობამ წამოიწყო ახალი პროექტი რის მიხედვითაც ყველა საჯარო დაწესებულება უნდა გადავიდეს უფასო (open-source) პროგრამულ უზრუნველყოფაზე.
მთავრობამ მსგავსი პროქეტები 2008 წლიდან დაიწყო.
დღეს უკვე ძალიან ცოტა დაწესებულება იყენებს მაიკროსოფტის საოფისე პროგრამებს ან ოპერაციულ სისტემას.
32 სკოლიდან 5 უკვე გადავიდა ვინდოუსიდან უბუნტუზე.
ასევე სამინისტროები, მასმედიის მარეგულირებელი კომისია, დიდი ქარხნები ყველანი გადადიან უბუნტუს სისტემაზე. შექმნილია სპეციალური ჯგუფი რომელიც ეხმარება მომხმარებლებს ახალ სისტემებთან ადაპტაციაში.

მგონი ცუდი აზრი არაა ღია პლათფორმაზე გადასვლა. ეს მგონი პროტესტის გამოხატვის ფორმაც არის გიგანტი კომპანიებისადმი და ასევე არასაჭირო ხარჯების დაზოგვაც.

No comments:

Post a Comment