Thursday, March 8, 2012

წაშლილი ფაილების აღდგენა კომპიუტერიდან


დიდი ხნის წინ შემოგთავაზეთ პოსტი "წაშლილი ფაილების აღდგენა პორტატული მოწყობილობებიდან". რადგანაც ბევრს ასევე ჭირდება ფაილების აღდგენა კომპიუტერიდან, ჩამოვწერ რამდენიმე უფასო მეთოდს:

1. RECUVA

ეს პროგრამა დაგეხმარებათ უფასოდ აღადგინოთ ფაილები კომპიუტერიდან.

ამ პროგრამის გამოყენება არის ძალიან ადვილი. დაყენების მერე აირჩიეთ საიდან გინდათ ინფორმაციის აღდგენა:

მე არ ავირჩევ ამ შემთხვევაში მყარ დისკს რადგან საკმაოდ დიდ ხანს უნდება პროცესს

თუ გინდათ რომ რომელიმე კონკრეტული გაფართოების ფაილები აღადგინოთ მაშინ ღილაკ SCAN-ის გვერდზე პატარა ისარს დააჭირეთ და ჩამოშლილი მენიუდან აირჩიეთ SCAN CONTENTS




შემდეგ გამოსულ ფანჯარაში უკვე აირჩიეთ სასურველი გაფართოება

თუ არ გინდათ კონკრეტულად რომელიმე გაფართოების არჩევა არ მიუთითოთ არაფერი და უბრალოდ დააჭირეთ SCAN ღილაკს მთავარ ფანჯარაში.
ცოტა ხანში გამოჩნდება ფაილები რომლების აღდგენაც შესაძლებელია. მონიშნეთ რომელი ფაილების აღდგენაც გინდათ და დააჭირეთ RECOVER-ს:

შემდეგ მიუთითეთ სად გინდათ შეინახოთ აღდგენილი ფაილები და დაიწყებს აღდგენას:

ფიალების რაოდენობის და მოცულობის მიხედვით აღდგენის დრო შეიძლება იყოს დიდი.

გადმოსაწერი ბმული - http://www.box.com/s/zhmu04j3qvhca0c04ej5


2. MINI TOOL POWER DATA RECOVERY

ეს პროგრამა არის ფასიანი და ჭირდება კრეკი. მე ვიშოვე კრეკიანი ვარიანტი მაგრამ არის რუსულ ენაზე.

მთავარ გვერდზე ჩამოთვლილია რამდენიმე ვარიანტი, თქვნ აირჩიეთ თქვენთვის შესაფერისი ვარიანტი. მე ამ შემთხვევაში ავირჩევ  ციფრული მოწყობილებიდან წაშლილი ფაილების აღდგენას.
აირჩიეთ თქვენი მოწყობილობის შესაფერისი ასო და დააჭირეთ სრულ სკანირებას:
შემდეგ დაიწყებს სკანირებას

შემდეგ მონიშნეთ ნაპოვნი ფაილების ფოლდერები რომლების აღდგენაც გსურთ და დააჭირეთ შენახვას, შემდეგ აირჩიეთ ადგილი სადაც გინდათ რომ შეინახოთ.
 როდესაც პროცესი დასრულდება მიიღებთ ასეთ შეტყობინებას:
ანუ აღდგენა წარმატებით დასრულდა.

გადმოსაწერი ბმული (არქივში არის პროგრამის გასააქტიურებელი კიგანი) - http://www.box.com/s/kua297hv6qhmo0jy77bk

3 comments:

  1. Replies
    1. რათქმაუნდა არსებობს :) აქ უბრალოდ რამდენიმეა ჩამოთვლილი

      Delete
  2. რა თქმა უნდა კარგია რომ დახმარებას ცდილობთ მაგრამ ამ სოფტების გარდა ალბატ კიდევ 1000 სხვა სოფტი ვცადე და ვერცერთმა ვერ აღმიდგინა სრულყოფილად ინფო. უფრო სწორად აღადგინა მაგრამ არცერთი აღდგენილი ფაილი არ მუშაობს. თუ იცით რამე გზა როგორ ავამუშაოთ აღდგენილი ფაილები და ამის შესახებ გვიამბობთ, მადლობელი დაგრჩებით

    ReplyDelete