ყველანაირი პორტატული მოწყობილობის მფლობელებო გიხაროდენ, გიხაროდენ....
თქვენ შეგიძლიათ დაიცვათ თქვენი საყვარელი მოწყობილობა და გახადოთ იგი ადვილად მისაგნები.
ეხლა რატო ავტეხე ამხელა განგაში გეტყვით :))
ეს პროგრამა Adeona დაგეხმარებათ თქვენი მოპარული ლეპტოპის, ტაბლეტის, სმარტფონის ადგილმდებარეობის დადგენაში.
დამეთანხმებით ალბათ რომ მარტო პოლიციის იმედზე ყოფნა (განსაკუთრებით ჩვენ ქვეყანაში) არცთუ საუკეთესო ვარიანტია ჩვენი თავის და ჩვენი საკუთრების დასაცავად.
ამ პროგრამის დახმარებით კი ცოტას დავეხმარებით ჩვენ ჩასუქებულ კანონ დამცავებს და შევუმსუბუქებთ საქმეს, მაგრამ რაც მთავარია ჩვენ დაკარგულ ნივთს ვიპოვით გაცილებით უფრო სწრაფად.
ეხლა როგორ მუშაობს ეს საოცარი პროგრამა:
დააყენებთ ამ პროგრამას, დაყენების დასრულებისას დესკტოპზე გაჩნდება ფაილი -adeona-retrievecredentials.ost ეს ფაილი შეინახეთ სადმე საიმედო ადგილზე. მე გირჩევთ რომ შეინახოთ თქვენ მეილზე ან უფასო ონლაინ სივრცეს თუ იყენებთ იქ ატვირთეთ ან ფლეშ მეხსიერების ბარათზე, მოკლედ შეინახეთ ყველგან გარდა იმ მოწყობილობისა რომლის მოპარვის საშიშროებაც არის.
ამის შემდეგ თუ თქვენი პორტატული მოწყობილობა დაიკარგა თქვენ : გადმოწერთ ამ პროგრამას რამე სხვა კომპიუტერზე და დააყენებთ, ოღონდ დაყენებისას მონიშნავთ მხოლოდ Adeona recovery tools. ასევე გადმოწერთ იმ შენახულ ფაილს რომელიც პირველ კომპიუტერზე პროგრამის დაყენებისას გაჩნდა. დაყენების მერე სტარტიდან გაუშვებთ პროგრამას და მიუთითებთ ამ ფაილს, მიყვებით პროცესს და დასასრულს დესკტოპზე გაჩნდება ახალი საქაღალდე მონაცემებით.
დაყენების ინსტრუქცია:
დაყენებას ვიწყებთ სტანდარტულად. შეგვხვდება ეს ფანჯარა:
დავრწმუნდეთ რომ ორივე ვარიანტი მონიშნულია.
შემდეგ მოგვთხოვს პაროლის ჩაწერას:
პაროლის დამახსოვრება აუცილებელია, რადგან ისევ მოგიწევთ მისი ჩაწერა აღდგენის დროს. ამიტომ პაროლი ჩაწერეთ ტექსტ ფაილში და შეინახეთ adeona-retrievecredentials.ost თან ერთად.
ინსტალაციის დასრულებისას გამოჩნდება cmd ფანჯარა მაგრამ არ შეგეშინდეთ ყველაფერი კარგად არის :)
ინსტალაციის დასრულებისას მოგთხოვთ ნებისმირ კლავიშზე დაჭერას, თქვენც მოიქცევით შესაბამისად და დასრულდება დაყენება:
მდებარეობის დადგენა:
რაც შეეხება მდებარეობის დადგენის პროცესს ანუ აღდგენის პროცესს მე არ განვიხილავ რადგან ძალიან კარგად და დაწვრილებით არის ახსნილი და დასურათებული აქ: http://adeona.cs.washington.edu/xpretrieveguide.html
(ვისტაზე და ვინდოუს 7 ზე ერთნაირად კეთდება ყველა პროცესი არ დაიბნეთ)
ესეც ვიდეო თუ მაინც რამე დეტალი ვერ გაიგეთ:
ოფიციალური საიტის ლინკი
პროგრამის გადმოსაწერი ლინკი
ჩემი უფასო ონლაინ სივრციდანგადმოსაწერი ლინკი
აი ეს იყო სულ.
იმედია არ დაგჭირდებათ ამ პროგრამის გამოყენება მაგრამ როგორც იტყვიან ხოლმე სიფრთხილეს თავი არ სტკივაო ;)
No comments:
Post a Comment