ამ პოსტში გადავწყვიტე რამოდენიმე რჩევა მოგცეთ ჩვეულებრივი PC კომპიუტერის ყიდვისთვის. დავიწყოთ აწყობა:
CPU - პროცესორის არჩევა არ წარმოადგენს დიდ სირთულეს რადგან დღეს ნებისმიერი პროცესორი დააკმაყოფილებს მომხმარებლის მოთხოვნილებებს. თუ მაინც ანიჭებთ დიდ მნიშვნელობას მაშინ გეტყვით რომ უმჯობესია შეიძინოთ intel-ის ნაწარმი რომელიც არის იმ წლის გამოშვება როცა კომპიუტერს ყიდულობთ. ინტელის პროცესორი რომელის მოდელიც არის ერთი ასო და ოთხი ციფრი (T4400) არის უკვე მოძველებული.
Hard drive - ვინჩესტერი შეგიძლიათ აირჩიოთ პირადი მოთხოვნილების მიხედვით, თუ არ გჭირდებათ დიდი ადგილი ჯობია იყიდოთ საშუალო მოცულობის და დაზოგილი თანხა დაამატოთ სხვა ნაწილს. რაც შეეხება ზოგადად ვინჩესტერებს, გასათვალისწინებელია მათი სისწრაფე (RPM ანუ roting per minute) აქტუალური მოდელების RPM მერყეობს 5400-დან 7200-მდე ამ შუალედში ნებისმიერი ციფრი მისაღებია.
RAM - რამ მეხსიერება საკმაოდ მნიშვნელოვანია კომპიუტერში რადგანაც იგი ერთ-ერთი განმსაზღვრელია კომპიუტერის სისწრაფის. რამ მეხსიერების მწარმოებელ ფირმას დიდი მნიშვნელობა არ აქვს დღეს ბაზარზე არსებული ყველა ფირმა გამოდგება. ნორმალური მომხმარებლისთვის 4გბ რამი საკმარისია. თუ თქვენ თამაშები გიტაცებთ და ახალ ახალ გამოსულ თამაშებს აყენებთ მაშინ შეიძინეთ 6გბ რამ ბარათი. მაგრამ თუ საჭიროებას არ წარმოადგენს არ არის აუცილებელი ძალიან დიდი მოცულობის რამის ყიდვა. პირველ რიგში იმიტომ რომ მარტო რამ-ის სისწრაფე არ წაადგება კმპიუტერს თუ ამ სისწრაფის მხარდაჭერა პროცესორეს და მაზერბორდსაც არ აქვთ ასე რომ "დახამება" არ ღირს
და მეორე მიზეზი არის ის რომ ახლანდელი ტენდენციით რამ მეხსიერებები მკვეთრად იკლებს ფასში ასე რომ შეგიძლიათ ცოტა მოიცადოთ და ბევრად იაფად შეიძინოთ.
CD/DVD - R/RW - ეს მოწყობილობა ერთი შეხედვით არ არის მნიშვნელოვანი მთავარია რომ დივიდი დისკს იწერდესო მაგრამ არ არის ესე რადგან თანამედროვე დვდ დისკი შეიძლება ვერ ჩაწეროს ჩვეულებრივმა დისკის ჩამწერმა ამიტომ CD/DVD - R/RW-ს მონაცემები უნდა იყოს ასეთი მაინც:
150 KBps - CD
1.35 MBps - DVD
4.5 MBps - Blu-ray (სასურველია)
BOX - ყუთი სასურველია იყოს დამატებითი ქულერით და მინიმუმ 8 USB პორტით (წინ და უკან)
კვების ბლოკი - დარწმუნდით რომ იყოს მინიმუმ 300W მეტი საინტერესო არაფერია აქ.
მონიტორი - მონიტორებში რამდენიმე გარემოებას მიაქციეთ ყურადღება: dot pitch უნდა იყოს 0.28მილიმეტრზე ნაკლები, რაც ნაკლები იქნება მით უკეთესი გამოსახულება იქნება.
brightness უნდა ქონდეს 250cd/m² ან მეტი (რაც მეტი მით უკეთესი)
კონტრასტი უნდა იყოს დაახლოვებით ასე 400:1 ან უფრო მეტი (600:1...)
ხედვის კუთხე - ეს არის ყველაზე პრობლემატური საკითხი პლაზმურ მონიტორებში
ასე რომ თუ ეს მაჩვენებილი არის 100 ან 120 გრადუსი როგორც ჰორიზონტალურად ასევე ვერტიკალურად უკვე კარგი მონიტორია და შეგვიძია ვიყიდოთ
გარანტია - გარანტია აუცილებლად უნდა ქონდეს, ქართული წესები აღარ მახსოვს მაგრამ უცხოეთში ყველა ნორმალურ მაღაზიაში გარანტია მინიმუმ 2 წელია. ასევე თუ პორტატულ კომპიუტერს ყიდულობთ დარწმუნდით რომ გარანტიაში მონიტორის შეკეთებაც შედის რადგან ყველაზე ხშირად მონიტორი ფუჭდება მაგრამ აღმოჩნდება ხოლმე რომ გარანტია არ ფარავს. ხოლო საკუთარი სახსრებით გამოცვლაზე არც იფიქროთ, ჯობია ახალი კომპიუტერი იყიდოთ.
მგონი მნიშვნელოვანი არაფერი გამომრჩენია. ეს არის ძირითადი საკითხები რაზეც ყურადღება უნდა გაამახვილოთ.
ბოდიშს ვიხდი სახელები ინგლისურად და ქართულად რო მიწერია, ქართულად ვერ ვიხსენებ ხოლმე სხვადასხვა ნაწილების სახელებს :))
bijo bijo bijo , saidan askvni ro minimum 4 GB unda nebismier chveulbriv momxmarebels ?! nw nw nw ...
ReplyDeleteიქიდან ვასკვნი რომ თუნდაც ახალი თამაში ან მაღალი ხარისხის ფილმი რო გაუშვა არ გეყოფა ნაკლები ოპერატიული, ან თუნდაც როცა ათასი ფაილი ერთად გაქ გახსნილი. თუ მთელი დღე ფეისბუქზე ზიხარ და სხვას არაფერს აკეთებ მაშინ 128იანიც გეყოფა
ReplyDelete2gb maqvs ram ar myofnis magram magal xarisxian filmebs da tamashebsac miqachavs sakaifod zedmeti gachedvis gareshe ravii.. aq shen rac giweria ubralot gaachnia vistvis rogor tore kargii kompiuteri gamodis da ubralo normaluristvis zedmetia eseni
ReplyDeleteრათქმაუნდა გააჩნია რისთვის გინდა მე ზოგადად ნორმალურ კომპიუტერზე მიწერია. დღეს 2გბ რამი ძალიან ცოტაა, თამაშებში დიდად ვერ ვერკვევი მაგრამ არამგონია თანამედროვე თამაშებს ყოფნიდეს, აქ ასევე გასათვალისწინებელია ვიდეო კარტაც. თუმცა როგორც არ უნდა ატრიალო 2გბ რამი ცოტაა. შენ თუ უბრალოდ საიტებზე შედიხარ და სხვა არაფერს აკეთებ ან მარტო ფეისბუქზე ზიხარ მაშნ 256იანიც გეყოფა რამი
ReplyDeleteyvela-ze kai inteli rato ari??
ReplyDeletekompiutersac gaჩnia ra sizlieris aris..
Zlier kompiuters AMD chirdeba chemi azrit da egrec ari yoveltvis rom zlier kompiuters yoveltvis AMD moyveba..
susts kide inteli...