ჰაკერების მსხვერპლი ყოველთვის ხდება ისეთი საიტი რომელიც მომხმარებლის ნაკლებობას არ განიცდის. ასე რომ არც ფეისბუქი გამორჩენიათ თვალთახედვიდან. წარმოგიდგენიათ ალბათ 500 მილონზე მეტ მომხმარებლიანი საიტი რამხელა ინტერესს წარმოადგენს ჰაკერებისთვის.
მიუხედავად იმისა რომ ფეისბუქი "თავგამოდებით" ცდილობს თავდაცვას ჰაკერებისგან, შეუძლებელია სრულყოფილად დაცული საიტის შექმნა. ფეისბუქშ თავდაცვის ყველა მეთოდს ნამდვილად ვერ შემოგთავაზებთ მაგრამ მოგცემთ რამდენიმე რჩევას რომლის გათვალისწინება ღირს.
პირველ რიგში სიფრთხილე გვმართებს სხვადასხვა გამოკითხვებთან და აპლიკაციებთან რადგანაც ფეისბუქის ვირუსების უმეტესობა ზუსტად მანდედან მოდის. ლინკზე დაჭერამდე მიიტანეთ მაუსი ლინკთან და თქვენი ბრაუზერის მარცხენა დაბალ კუთხეში გამოჩნდება ნამდვილი ლინკი სადაც მოგიწევთ გადასვლა. დააკვირდით ლინკს რომ არ იყოს რამე უცნაური. (ლინკის უსაფროთხოებასთან დაკავშირებით მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ ეს თემა)
ასევე მოერიდეთ თქვენი მეგობრების მიერ დადებული ლინკების გახსნას, მითუმეტეს თუ ამ "მეგობრებს" საერთოდ არ იცნობთ. მაგალითად აი ასეთი ლინკი შეიძლება შეგხვდეთ: http://94.21.207.236/100000221834007 და ქონდეს ასეთი აღწერა: "აუ ნახეთ რა მაგარი ვიდეოა" შეხვალთ საიტზე და გავს იუთიუბს და თქვენც გგონიათ რომ მართლა იუთიუბზე ხართ მაგრამ სინამდვილეში ვიღაც უკვე თქვენ პაროლებს მნიშვნელობის მიხედვით ახარისხებს :))
და კიდევ ერთი: მოერიდეთ უცნობი ხალხის დამატებას თქვენი მეგობრების სიის გაზრდის მიზნით რადგან არსებობს კიდევ ერთი გზა რითიც ძალიან ადვილია სხვისი ანგარიშის ხელში ჩაგდება, მაგრამ ამ ხერხს აქ არ განვიხილავ.
მოკლედ იყავით ფხიზლად.
p.s. ფეისბუქის ანგარიშის დაცვის შესახებ სტატია იქნება ცოტა ხანში
good
ReplyDeletekargi xar ))) var fxizlad ))
ReplyDeletemmm, shens mier dadebul linkze ( http://94.21.207.236/100000221834007 ) Dr. Web ma Clean dawera :O
ReplyDeleteსუფთაო იმიტომ დაწერა რომ მაგ ლინკზე შესვლით არ მოგდის არაფერი, ვთქვათ არ არის სნიფერი ან მსგავსი რამ.
ReplyDeleteსაიტზე რო შეხვალ მერე ამოგიგდებს შეტყობინებას რომ გჭირდება ჯავას განახლება რო ნახო ეგ ვიდეო და რო დააჭერ მერე ვირუსდები