მოზილა ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ბრაუზერია რომელსაც ძალიან ბევრი შესაძლებლობები აქვს. თუმცა ხანდახან ისე ვერ მუშაობს როგორც საჭიროა, არის ნელი და ხშირად იჭედება.
ამ პოსტში შემოგთავაზებთ მოზილას აჩქრების რამდენიმე მეთოდს:
1. გავხსნათ მოზილა და ჩავწეროთ about:config და დავაჭიროთ enter-ს.
filter ველში ჩავწეროთ network.http.pipelining დავრწმუნდეთ რომ დაყენებული არის true-ზე თუ არადა დავაკლიკოთ ორჯერ და შეიცვლება.
2. შემდეგ ფილტერ ველში ჩავწეროთ network.http.pipelining.maxrequests ძიების შედეგს დააჭირეთ ორჯერ და შეცვალეთ 8-ით.
3. about:config გვერდზე ნებისმიერ ადგილას დავაჭიროთ მაუსის მარჯვენა ღილაკს და ავირჩიოთ new და შემდეგ boolean, ახალ გახსნილ ფანჯარაშ ჩავწეროთ content.interrupt.parsing და დავაჭიროთ ok, შემდეგ ფანჯარაში მივუთითოთ true და ისევ ok.
4. about:config გვერდზე ისევ ვაჭერთ მაუსის მარჯვენა ღილაკს და ვირჩევთ new>>integer და ვწერთ content.max.tokenizing.time შემდეგ ok და ახალ ფანჯარაში ვწერთ 2250000 და ok.
5.ისევ about:config ფანჯარაში new>>integer ჩაწერეთ content.notify.interval და ok, ახალ ფანჯარაში 750000 და ok.
6.about:config გვერდზე ვაჭერთ new>>boolean და ვწერთ content.notify.ontimer და ok, შემდეგ ვუთითებთ true და ok
სულ ეს არის რაც ამ დროისთვის ვიცი და რაც ჩემ მოზილას გავუკეთე, იმედია გამოგადგებათ ;)
მადლობა, ვცადე და იმედია აღარ გაჭედავს ხოლმე ჩართვისას : )
ReplyDeleteraio?
ReplyDeleteთუ რამე შეკითხვა გაქვს უკეთესიი იქნებოდა უფრო გასაგებად თუ ჩამოაყალიბებდი
ReplyDelete