დღეს დღეობით ფილმებს ყველანი კომპიუტერში ვუყურებთ და უკვე საკმაოდ იშვიათად დავდივართ კინოში.
ინტერნეტში კინოების ყურება მოითხოვს ვიდეოს ხარისხში გარკვეულ ცოდნას, ამის გარეშე ძნელია კარგი ხარისხის და ცუდი ხარისხის ფილმების ერთმანეთისგან გარჩევა.
აქ შემოგთავაზებთ ჩვენში გავრცელებული ფილმების ხარისხების ჩამონათვალს:
camrip-cam ეს ხარისხი არის პირველი რომელიც გამოჩნდება ინტერნეტში ფილმის გამოსვლიდან. როგორც წესი პირველივე დღეებში უკვე შეიძლება ამ ხარისხის ფილმების ყურება. cam ხარისხი გულისხმობს კინოდარბაზში მაყურებლის მიერ კამერით გადაღებულ ხარისხს. რათქმაუნდა ფილმების ხარისხი ამ შემთხვევაში განსხვავდება იმის მიხედვით თუ რა კამერა იქნა გამოყენებული ან სად იჯდა პიროვნება ვინც იღებდა. ასეთი ხარისხის ფილმების ყურება ფაქტიურად არ ღირს იმიტომ რომ სრულიად აფუჭებს ფილმზე წარმოდგენას.
TS - telesync ეს არის ოდნავ გაუმჯობესებული ხარისხი სადაც ხმა დადებული აქვს ცალკე ანუ ხმა ცალკეა ჩაწერილი და ვიდეო ცალკე და შემდეგ შეერთებული.
ppvRip - ეს არის ნორმალური ხარისხის ვიდეო. ეს არის pay per view სერვისიდან დარიპული ვიდეო.
DVDscr - ესეც ასევე საკმაოდ ნორმალური ხარისხის ვიდეოა. ეს არის რიპი იმ ვიდეოების რომლებიც ეგზავნებათ ფილმის მიმომხილველებს.
HD - ძალიან კარგი ხარისხის ვიდეო და ხმა, შეგიძლიათ ისიამოვნოთ ფილმით.
DVD-BDrip- ეს არის შესანიშნავი ხარისხის გამოსახულება რომლებიც არის დარიპული ოფიციალური დისკებიდან.
Blue Ray - ეს არის საუკეთესო ხარისხის გამოსახულება და ხმა თუმცა სამწუხაროდ მოითხოვს კარგი მონაცემების კომპიუტერს.
ეს კი დაახლოებითი სქემა თუ როგორ ხდება ინტერნეტში არალეგალურად ახალი ფილმების გავრცელება:
No comments:
Post a Comment