Thursday, July 14, 2011

VPN - გამოყენება (cyberghost)

VPN ანუ პირადი ვირტუალური ქსელი არის ინტერნეტში მუშაობისას თქვენი მონაცემების დაცვის ერთ ერთი საუკეთესო საშუალება. რათქმაუნდა სპეციალისტის მიერ აწყობილ VPN-ს ვერ შეედრება ვერცერთი ის სერვისი რომელიც ინტერნეტში შეგვიძლია უფასოდ მოვიძიოთ მაგრამ მაინც ძალიან კარგად აკეტებს თავის საქმეს და იცავს ჩვენ მონაცემებს.

VPN ქსელს განვიხილავთ cyberghost-ის მაგალითზე. პრინციპში განხილვა არც ქვია რადგან ძალიან ადვილია გამოსაყენებლად.

ვიწერთ პროგრამას და ვაინსტალირებთ სტანდარტულად.



დაყენების პროცესსში უნდა ავირჩიოთ უფასო ვერსია:


შემდეგ გავარძელებთ დაყენებას და გადავალთ შემდეგ ფანჯარაზე სადაც შეგვიძლია გავააქტიუროთ ორი ფუნქცია: 1.ინტერნეტში მუშაობის დასრულების მერე ავტომატურად წაიშალოს ყველა შენახული გვერდი, პაროლი, იუზერის სახელი... 2. წაიშალოს ქუქიები.
მოიქეცით ისე როგორც საჭიროდ მიგაჩნიათ, მე პირადად არ მოვნიშნავ არცერთ ფუნქციას.
დაყენების დასრულებისას ავტომატურად გაიხსნება პროგრამის გვერდი სადაც მოგთხოვთ რეგისტრაციას. ბევრი წვალება არ უნდა, მხოლოს მოგთხოვთ მეილს, პაროლს და ნიკს. ამ პროცედურის გავლის შემდეგ პროგრამა მოგთხოვთ კომპიუტერის დარესტარტებას და თქვენც დაეთანხმებით.
რესტარტის მერე გახსნით cyberghost VPN შორტკატს და დააჭერთ connect to VPN :

თუ პროგრამის გაშვებამდ გახსენით ბრაუზერი, ამოგიგდებთ შეტყობინებას რომ ბრაუზერი ჩართულია და მოგთხოვთ მის დაცვას, თქვენც სურვილისამებრ მოიქეცით.

ასე გამოიყურება უკვე ჩართულ მდგომარეობაში:

პ.ს. ეს არის პროგრამის უფასო ვერსია და ამიტომ ტრაფიკი გაქვთ 1გბ ასე რომ გამოიყენეთ საჭირო შემთხვევებში. თუ მოვიპოვე პრემიუმ ექაუნთები აქ დავდებ აუცილებლად.

აი სულ ეს იყო. კითხვები თუ გაგიჩნდათ დაწერეთ კომენტარებში

No comments:

Post a Comment