Wednesday, July 6, 2011

SUPER_ANTI_SPYWARE გამოყენება

ეს არის ერთ ერთი საკმაოდ კარგი ანტივირუსული პროგრამა რომელსაც აქვს როგორც ფასიანი ასევე უფასო ვერსია. აქ განვიხილავთ უფასო ვერსიას.
პროგრამა შეგვიძლია როგორც დავაინსტალიროთ ასევე ინსტალაციის გარეშე პორტაბელურად გამოვიყენოთ. ინსტალაციის გარეშე გამოსაყენებლად შევდივართ ამ ლინკზე: http://www.superantispyware.com/portablescanner.html?tag=SAS_HOMEPAGE
დავაჭერთ აქ:                             


ლინკი გახსენით ინტერნეტ ექპლორერით რადგან გვჭირდება ეს ფანჯარა:

ამ ფანჯარის გამოსვლისას ავირჩიოთ run, პროგრამა დაიწყებს გადმოწერას. რო დაასრულებს გადმოწერას ავტომატურად გაიხსნება.
დააჭირეთ click here to start შემდეგ არიჩიეთ სასურველი ენა და გადახვალთ მთავარ ფანჯარაზე:


ავირჩიოთ scan your computer. გადავალთ შემდეგ ფანჯარაზე და აქ მოვნიშნოთ რისი დასკანერებაც გვინდა და ავირჩიოთ perform complete scan სრული სკანირებისთვის


შემდეგ დავაჭიროთ next და დაიწყება სკანირება:



საინტერესოა ის რომ  გამოყოფილად ასკანერებს ფაილებს, ანუ ჯერ მეხსიერებას, მერე რეესტრს და მერე სხვა დანარჩენ ფაილებს. ეს საშუალებას გვაძელვს ვნახოთ რომელი ნაწილი უფრო მეტად არის დაინფიცირებული.

სკანირების ხანგრძლივობა დამოკიდებულია კომპიუტერის მონაცემებზე და ფაილების რაოდენობაზე ასე რომ ყველა კომპიუტერში სხვადასხვა დრო დაჭირდება (ჩემთან საათი და 25 წუთი დაჭირდა)
სკანირების დასრულების მერე ამოაგდებს ახალ ფანჯარას შედეგებით:

დააჭირეთ ოკ და შემდეგ next და დაიწყება დაინფიცირებული და საეჭვო ფაილების წაშლა:

წაშლის შემდეგ მოგთხოვთ დარესტარტებას:

დაარესტარტეთ კომპიუტერი და წაშლილი იქნება ყველა არასასურველი ფაილი.


პ.ს. ამ პროგრამის გადმოწერის შემთხვევაში დაყენება არის სტანდარტული და ყველა საფეხური არის იგივენაირად როგორც დაყენების გარეშე.
საინსტალაციოს გადმოსაწერი ლინკი: http://www.superantispyware.com/downloadfile.html?productid=SUPERANTISPYWAREFREE
წარმატებები,
შეკითხვების შემთხვევაში შეგიძლიათ დაპოსტოთ კომენტარებში

No comments:

Post a Comment