Saturday, June 25, 2011

Gmail უსაფრთხოება


დამეთანხმებით ალბათ რო Gmail-ი ერთ-ერთი ყველაზე მოხერხებული და დაცული ფოსტაა. მას ყავს მილიონობით მომხმარებელი და ჩვენთანაც საკმაოდ პოპულარულია. მისი "გატეხვა" საკმაოდ რთული და საპასუხისმგებლო საქმეა, ასე რომ ჰაკერების უმრავლესობა მეილზე კონტროლის მოპოვებას სხვა ხერხებით ცდილობს რაც ხშირ შემთხვევაში საკმაოდ ადვილია, მითუმეტეს რომ მომხმარებელის უმრავლესობა საკმაოდ დაუკვირვებელია.

იმის გაგება რო თქვენი მეილის ანგარიში სხვის ხელშია, უბრალოდ ერთი შეხედვით საკმაოდ ძნელია, თუ რათქმაუნდა ერთ მშვენიერ დღეს ჩვენი ფოსტა დაცარიელებული არ დაგვხვდა :))
არის ერთი ხერხი რომლითაც შეგიძლიათ თვალი გადაავლოთ რომელი IP მისამართიდან მოხდა თქვენ მეილზე შესვლა და თუ გეუცხოათ რომელიმე IP მისამართი, გაქვთ საშუალება რომ მიიღოთ საჭირო ზომები.

შევდივართ ჩვენ საფოსტო მისამართზე და გადავდივართ შემოსულ წერილებში და ჩამოვიდეთ სულ ბოლოში სადაც ნახავთ ასეთ რამეს:

აქ წერია რომელი IP მისამართიდან დაფიქსირდა ბოლოს თქვენ მეილზე შემოსვლა, ხოლო თუ დააჭერთ details გამოჩნდება ახალი ფანჯარა სადაც ჩამოწერიალია ბოლო რამოდენიმე შესვლა რომელი IP-დან განხორციელდა(ასევე მიწერილი აქ რომელი ქვეყნის IP არის).

 გადაავლეთ თვალი, შეამოწმეთ, თუ რომელიმე მისამართი გეუცხოვათ ესეიგი თქვენ წერილებს მარტო თქვენ არ კითხულობთ.

პ.ს. თუ თქვენ გიწევთ სხვადასხვა კომპიუტერიდან თქვენ ფოსტაზე შესვლა მაშინ ორი ვარიანტია:
1. დაიკიდე.
2. დაიმახსოვრე ყველა კომპიუტერის IP რომლიდანაც მეილი ნახე :D

ან კიდევ ერთი ალტერნატიული ვარიანტი: ეცადე დაიმახსოვრო რამდენჯერ მოგიწია სხვა კომპიუტერიდან შესვლა და დაახლოვებით რომელ რიცხვში და გადაამოწმეთ.

მოკლედ ეს ბოლო ვარიანტები საკმაო თავის ტკივილია და იმ შემთხვევაში უნდა გამოიყენოთ როცა გგონია რომ სხვამაც იცის თქვენი პაროლი.

No comments:

Post a Comment