Wednesday, June 22, 2011

უფასო სივრცე ინტერნეტში



ხშირად მოგსვლიათ ალბათ როცა კომპიუტერში ადგილი არ გყოფნით და იძულებული ხართ თქვენი საყვარელი ფაილები წაშალოთ. მიუხედავად იმისა რომ არის ბევრი ფასიანი სერვისი რომლებიც გთავაზობენ დამატებით სივრცეს ინტერნეტში, ფულის გადახდა არავის გვიყვარს, მითუმეტეს ინტერნეტში სადაც კაცმა არ იცის ვის ანდობ შენ პირად მონაცემებს. ასე რომ აქ ჩამოვწერ რამდენიმე საიტს რომლებიც გთავაზობენ სივრცეს ინტერნეტში ოღონდ უფასოდ. სამწუხაროდ სივრცე შეზღუდულია.


1.დროპბოქსი (dropbox) არის საკმაოდ კარგად დაცული საიტი სადაც განათავსებთ თქვენ ფაილებს და სურვილის შემთხვევაში მიიღებთ გადმოსაწერ ლინკსაც რათა სხვებსაც გაუზიაროთ თქვენი ფაილები. დარეგისტრირების შემდეგ თქვენ გამოგეყოფათ 2გბ სივრცე, რეფერალების მოზიდვის შემთხვევაში კი თითო რეფერალიდან 250მბ (როგორც მახსოვს) მოგემატებათ.
საიტზე შესვლისას დაგხვდებათ ვიდეო რომელიც დაწვრილებით აგიხსნით ამ საიტის შესახებ.  აი ლინკიც: ეს ლინკი არის ჩემი რეფერალი და დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ აქედან გაიაროთ რეგისტრაცია. თქვენთვის სულერთია საიდან დარეგისტრირდებით, ამ ლინკი გამოყენების შემთხვევაში კი მე დამატებით სივრცეს გამომიყოფენ:)

2..box.net არის შემდეგი საიტი რომელიც გთავაზობთ როგორც უფასო ასევე ფასიან სერვისს. უფასო სერვისის შემთხვევაში თქვენ გამოგეყოფათ 5გბ სივრცე. როგორც წინა საიტი, ესეც საკმაოდ მოსახერხებელი და დაცულია, აქვს ასევე ფაილის გაზიარების ფუნქცია, შეგიძლიათ მიიღოთ ერთ ფაილის გადმოსაწერი ლინკი ან მთლიან დირექტორიაში შესასვლელი ლინკი.
 უფასო პაკეტის სარეგისტრაციო ლინკი

საიტის ლინკი


3.Adrive.com ეს საიტი გთავაზობთ უფასო 50გბ სივრცეს სადაც რასაც გვინდა იმას ავტვირთავთ. ძალიან მოსახერხებელია ბექაფის ფაილის შესანახად.
წინა საიტებისგან განსხვავებით ამას არ აქვს ფაილის გადმოსაწერი ლინკის გენერირების ფუნქცია ანუ სხვას ვერ გაუგზავნით თქვენს მიერ ატვირთული ფაილის გადმოსაწერ ლინკს. ანუ არის მხოლოდ პირადი მოხმარებისთვის.
საიტის ლინკი

4. cx.com ეს ბოლო გვერდი თქვენ გთავაზობთ 10გბ სივრცეს ექსკლუზიურად სურათების შესანახად. აქვს ადვილი და სასიამოვნო ინტერფეისი.
სარეგისტრაციო ლინკი

საიტის ლინკი


5. ubuntu one  ეს არის ახალი სერვისი დროპბოქსის ანალოგია ოღონდ უფასოდ შეგიძლიათ ისარგებლოთ 5გბ სივრცით. სახელის მიუხედავად მუშაობს ყველა პლატფორმაზე. იყენებს HTTPS პროტოკოლს.

საიტის ლინკი

ყველა ზემოთ ჩამოთვლილი საიტი არის კარგად დაცული, ყველა იყენებს HTTPS პროტოკოლს.
ამ ყველა სერვისს ვიყენებ მე, ყველა ერთად საკმაოდ სოლიდური სივრცე გამოდის სადაც შეგვიძლია საიმედოდ შევინახოთ ჩვენი ფაილები.

აბა თქვენ იცით არ გამაზოთ არცერთი ;)

თუ რამე შეკითხვა გაგიჩნდათ მომწერეთ კომენტარებში და ვეცდები გიპასუხოთ

No comments:

Post a Comment