ინტერნეტში ქექვისას გადავაწყდი რამდენიმე სტატიას იმის შესახებ რომ ბოროტ ბიძიებს მოუფიქრებიათ ფიშინგის უფრო დახვეწილი მეთოდი რომლიც ლაწა-ლუწი ტეხავენ ისეთ მეილებს როგორებიცაა yahoo, gmail, windows live და სხვები. ზოგ შემთხვევაში ტრადიციული თავდაცვის მეთოდებიც კი უსუსურია მათ წინაშე, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ არ უნდა გამოვიყენოთ დაცვა საერთოდ, ამიტომ დარწმუნდით რომ ჩართული და განახლებულია თქვენი ანტივირუსი, ყურადღებით დააკვირდით ყველა ლინკს რომელზეც შედიხართ, განსაკუთრებით მეილზე მოსულ ლინკებს. მაგალითად თქვენ მიიღეთ შემდეგი სახის ლინკი: www.microsofft.com/athome/setup/maintenance.aspx#4 დაუკვირვებლობის შემთხვევაში ჩვენ თამამად შეხვალთ ლინკზე და ვიფიქრებთ რომ მართლა მაიკროსოფტისგანაა, მაგრამ ნუ იჩქარებ და გადახედე ლინკს კიდევ ერთხელ, ამაზე შენი მონაცემების უსაფრთხოებაა დამოკიდებული: www.microso
fft.com/athome/setup/maintenance.aspx#4 ერთი სიმბოლოს სხვაობით მიიღება საერთოდ სხვა საიტი სადაც შესვლის მერე კაცმა არ იცის რა მოუვა თქვენ კომპიუტერს.
კიდევ ერთი დეტალი რომელზეც შეიძლება ბევრი არ ამახვილებს ყურადღებას არადა საკმაოდ გამოსადეგია. ყველა პოპულარულ ბრაუზერს დაბლა მარხენა კუთხეში აქ ერთი საინტერესო ფუნქცია: ხშირად არის როცა ლინკს აწერია უბრალოდ download link ან შესვლა ან რამე მსგავსი და არ ჩანს სინამდვილეში რა ლინკზე გადავდივართ, ხო და ასეთ ლინკზე მაუსის მიტანით თქვენი ბრაუზერის მარცხენა დაბალ კუთხეში გამოჩნდება ლინკი სადაც გადადიხართ
და თუ იგი გამოიყურება: მოიპარე_ჩემი_პაროლები.com მიხვდებით რაც უნდა ქნათ ;)
No comments:
Post a Comment