მოკლედ მივყვეთ დეტალურ განხილვას:
პირველი გვერდი "scanner" გვთავაზობს დასკანერების სამ ფორმას: სწრაფი სკანირება, სრული სკანირება და ფლეშ ფაილების სკანირება. მე გირჩევთ რომ სრული სკანირება მოახდინოთ ორ სამ დღეში ერთხელ.
მეორე განყოფილება protection არის მხოლოდ დარეგისტრირებული მომხმარებლისთვის და გვთავაზობს რეალურ დროში დაცვას. რეგისტრაციის შემთხვევაში აუცილებლად მონიშნეთ წითელ კვადრატში მოცემული განყოფილება რათა გააქტიურდეს real time protection-ი.
მესამე გვერდძე არის განახლების გასაკეთებელი ღილაკი. პროგრამა განახლებას ავტომატურად აკეთებს ასე რომ არ არის აუცილებელი ყოველ დღე ამ ღილაკით სარგებლობა
შემდეგ განყოფილებაში ინახება ის ფაილები რომლებიც პროგრამას საეჭვოდ მოეჩვენა მაგრამ არ წაუშლია რადგან ზოგიერთის წაშლით შეიძლება სისტემა დაზიანდეს. ჩემი რჩევა იქნება რომ ასეთი ფაილები წაშალოთ მცოდნე ადამიანის მეთვალყურეობით. წაშლას იმიტომ გირჩევთ რომ ერთ მშვენიერ დღეს რომ ამ პროგრამის წაშლა გადაწყვითოთ ეს სახიფათო ფაილები ისევ გაეშვებიან სისტემაში.
ამ გვერდზე მოცემული ბრძანებები: delete-წაშლა, delete all-ყველას წაშლა, restore-აღდგენა, restore all-ყველას აღდგენა
შემდეგ განყოფილებაში ინახება ყველა სკანირების შედეგი, თარიღი, რამდენი ფაილი დაასკანერა, რამდენი ვირუსი იპოვა, რა სახის ვირუსები იყო, წაშალა თუ კარანტინში გადაიტანა და ა.შ.
შემდეგ განყოფილებას გამოვტოვებ რადგან არ არის საინტერესო და გადავიდეთ settings გვერდზე, აქ არის სამი განყოფილება: general settings-გადაამოწმეთ რომ პირველის გარდა ყველა პუნქტი მონიშნული იყოს. scanner settings აქ ყველა პუნქტი მონიშნეთ. updater settings აქ მხოლოდ პირველი პუნქტი მონიშნეთ. ამ განყოფილებაში ასევე შეგიძლიათ ენის შეცვლა.
შემდეგ განყოფილებაში არის ორი ფუნქცია, პირველი ეძებს სისტემურ შეცდომებს, ეს ფუნქცია თითქმის არ დაგჭირდებათ მაგრამ სურვილის შემთხვევაში შეგიძლიათ გაუშვათ, ის შექმნის .txt ფაილს სკანირების შედეგებით სადაც თქვენ მიუთითებთ. ხოლო მეორე ფუნქცია მუშაობს როგორ unlocker-ი, როცა რამე ფაილს ვერ ვშლით რაიმე მიზეზის გამო, ან გვეუბნევა რო სისტემაშია გაშვებული და არ შეიძლება წაშლაო, ამ ფუნქციით ჩვენ თავისუფლად წავშლით ესეთ ფაილს.
ასევე შეგვიძლია ცალკეული ფაილების დასკანერება კონტექსტური მენიუთი, მაუსს მივიტანთ სასურველ ფაილთან და მარჯვენა ღილაკის დაჭერით გამოვა მენიუ სადაც იქნება სკანირების ფუნქცია:
ახლა კი პატარა სურპრიზი: პროგრამის გადმოსაწერი ლინკი და სარეგისტრაციო კოდი ;)
download link
გასააქტიურებელი კოდი:
2OI75
D1QB-63W2-8E04-XUV5
No comments:
Post a Comment