საერთო მოხმარების კომპიუტერები როგორიცაა ინტერნეტ კაფის ან ბიბლოითეკის ან აეროპორტის არის ყველაზე მეტად დაუცველი და ათასნაირი შპიონი პროგრამებით დატენილი. (ვიცი რადგანაც მეც მიმაიმუნია ბავშვობაში :D)
ალბათ ბევრს აინტერესებს როგორ შეიძლება თავდაცვა ამ შემთხვევაში, მე მოგიყვანთ რამდენიმე საშუალებას რომელიც დაგეხმარებათ უსაფრთხოდ გამოიყენოთ საერთო მოხმარების კომპიუტერები.
►პირველ რიგში დაგვჭირდება პორტაბელური ბრაუზერი, მაგალითისთვის ეს: http://www.box.net/shared/d9xkmcz7f2aqq11uz1d2 მოზილა საკმაოდ ცნობილი და უსაფრთხო ბრაუზერია, შეგიძლიათ ჩაიწეროთ ფლეშ მეხსიერების ბარათზე და თან გექნებათ მუდამ.
͏
►რათქმაუნდა ისეთ სისულელეს არ ჩაიდენთ და პაროლის ჩაწერისას შემოთავაზებულ ვარიანტებში არ მონიშნავთ პაროლის დამახსოვრებას.
►მუშაობის დასრულებისას აუცილებლად დააჭირეთ გამოსვლის ღილაკს.
►ასევე სასურველია წაშალოთ ყველა ქუქი ფაილი ბრაუზერიდან და temp ფაილები (temp ფაილების წასაშლელად შედით start და ჩაწერეთ run, გამოსულ ფანჯარაში ჩაწერეთ %temp% და დააჭირეთ enter-ს. გამოსულ ფანჯარაში მონიშნეთ ყველა ფაილი და წაშალეთ) ცოტა დასაზარებელი საქმეა მაგრამ საჭიროა როცა საქმე უსაფრთხოებას ეხება.
►ახლა რაც შეეხება პაროლის და ისეთი პირადი ინფორმაციის ჩაწერას როგორიცაა საკრდეიტო ბარათის მონაცემები, მისამართი და სხვ.
პირველ რიგში აუცილებლად გამოიყენეთ ვირტუალური კლავიატურა (შედით სტარტში და ჩაწერეთ on screen keyboard, ან დააჭირეთ win+U)
კილოგერები იმახსოვრებენ თითოეულ სიმბოლოს რომელსაც აკრიფავთ კლავიატურაზე ამიტომ ჯობია გამოვიყენოთ ვირტუალური კლავიატურა, თუმცა ეს მაინც არ გვაძლევს სრულყოფილ შედეგს რადგანაც თანამედროვე კილოგერებს აქვთ ეკრანზე სურათის გადაღების ფუნქცია და ასევე რეალურ დროში მონიტორის ყურების ფუნქცია ასე რომ ცოტა გამართლებაც გვჭირდება :))
ასევე შეგიძლიათ იხმაროთ პატარა ხრიკი: გახსნათ text document-ი და ჩაწერეთ რამე აბდაუბდა სიტყვები თქვენი პაროლის შემცველობით ან პაროლი დაყავით ორ ნაწილად ან რავიცი გამოიყენეთ წარმოსახვა. მაგალითად ბლა ბლაბლაბლა ჩემიპაროლი მაინც ვერ მომპარავ :)) ან რამე მსგავსი, მერე copy/paste-ის გამოყენებით ჩაწერეთ თქვენი პაროლი.
►ხოლო საბოლოოდ წამოსვლამდე ჯობია გამორთოთ ან დაარესტარტოთ კომპიუტერი, ეს ქმედება საბოლოოდ გაწმინდავს RAM მეხსიერებას.
მოკლედ ეს იყო ის ძირითადი წესები რომლებიც უნდა დავიცვათ უცხო კომპიუტერის გამოყენებისას. თუ გაქვთ სხვა იდეები საინტერესო იქნებოდა მათი გაგება :)
No comments:
Post a Comment