Friday, June 10, 2011

MP5???

დღეს კლასის მერე ერთი დიდი მაღაზიების ქსელის ტექნიკურ განყოფილებაში გავიარე, გადავავლე თვალი ახალ "ტავარს" და საბოლოოდ პლეიერების განყოფილებასთან შევჩერდი და ჩემ საოცნებო creative zen-ს ცოტა ხანი ვეტრფიალე. წამოსვლას ვაპირებდი როცა ჩემი ყურადღება ერთმა პლეიერმა მიიპყრო, რადგან მონაცემები არ ეწერა გამყიდველი გავაჩერე და ვკითხე რა შესაძლებლობები ქონდა და იმანაც დაიწყო და დიწყო, თითქოს თავისი პროდუქტი ყოფილიყო, მოკლედ როცა მორჩა ყველაფერს აზრი ვკითხე რომელი ჯობია თქვენი აზრით კრეატივი თუ ეს მეთქი, იმანაც დაუფიქრებლად მიპასუხა ეს ჯობია ახალი მოდელია და თან რაც მთავარია MP5ფორმატს კითხულობსო. მოკლედ მოვშორდი მაღაზიას და მყუდრო ბარის ძებნა დავიწყე, მოვკალათდი და ლუდის წრუპვას შევუდექი, ამ დროს გამახსენდა გამყიდველის ნათქვამი რომ ის პლეერი ჯობდა კრეატივს რადგან ის MP5 იყო და კრეატივი კი არა, დავძაბე გონება და დავიწყე ლოგიკურად აზროვნება: MP2 არის ძველი აუდიო ფორმატი რომელიც წარმატებით ჩაანაცვლა MP3-მა, MP4 არის ვიდეო ფორმატი მაგრამ რა ჯანდაბაა ეს MP5??? ფიქრით ტვინი ვიჭყლიტე იქნებ სადმე მისწავლია ან წამიკითხავს ან გამიგონია მაგრამ ვერაფერი ვერ გავიხსენე და ასე გულდამძიმებული წამოვედი სახლში. შესვლისთანავე ჩავრთე კომპიუტერი და MP5 -ის შესახებ ინფორმაციის ძებნა დავიწყე და ჰოი საოცრებავ   არანაირი MP5 ფორმატი არ არსებობს, ეს არის უბრალოდ MP4 ოღონდ შეცვლილი სახელით და შეცვლილი ფორმით და უკეთეს შემთხვევაში გაუმჯობესებული მენიუთი და რამოდენიმე გაჯეტით.
მოკლედ ეს ამხელა ისტორია იმას მოვაყოლე რომ სინამდვილეში MP5 ფორმატი ბუნებაში არ არსებობს, პროდუქციის მწარმოებლები კი ცოტა გაურკვეველ ხალხს ტენიან სტანდარტული ფორმატის პლეერებს როგორც ინოვაციურ მოდელებს და ამას ყველაფერს ემატება ხალხში გავრცელებული შეგნება რომ რადგან რაღაც მონაცემი ბევრი აქ ესეიგი კარგია სინამდვილეში იგივეა უბრალოდ იხდი მეტს. როგორც ერთ რეკლამაში ამბობენ თუ იხდი ზედმეტს ესეიგი გინდა ზედმეტის გადახდა :))

No comments:

Post a Comment