ამ ახალი პროექტის გახსნის პატივი ხვდა ბევრი კომპიუტერის სპეციალისტის საყვარელ პროგრამას, ასევე არაერთი პოპულარული გამოკითხვების ლიდერს: spybot search & destroy. ეს არის შესანიშნავი პროგრამა რომელიც არის საკმაოდ ფუნქციონალური და საიმედო. ინტერფეისის გაადვილების მიზნით სხვა და სხვა მნიშვნელოვანი ფუნქციები აქვს ცალ ცალკე ანუ ცალკე ფაილებად და შეგიძლიათ ის ფაილი გადმოწეროთ რომელიც გჭირდებათ. ოფიციალური საიტის ლინკი: http://www.safer-networking.org/en/index.html
დღეს განვიხილავთ საიტზე მარჯვენა ზევითა კუთხეში ჩამოთვლილი პროდუქტებიდან პირველს.
გადმოწერის შემდეგ დავაყენებთ სტანდარტულად. დაყენების შემდეგ შევალთ პროგრამაში და დაგვხვდება საწყისი გვერდი:
პირველ ფანჯარაში არის ღილაკი search for updates დასაწყისისთვის დავაჭიროთ მას და შემოთავაზებული აფდეითებიდან მოვნიშნოთ ყველა და დავაჭიროთ download-ს.
ამის მერე პროგრამა დავარესტარტოთ (გამოვრთოთ და ჩავრთოთ) და უკვე დავაჭიროთ check for problems. თუ თქვენ დორებითი ფაილები (temporary files) გაქვთ გასაწმენდი სკანირების დასაწყისში შემოგთავაზებთ მათ წაშლას სკანირების დაჩქარებისთვის, სასურველია რომ დაეთანხმოთ ამ პროცესს. რამდენიმე წამში გაწმინდავს დროებით ფაილებს და დაიწყებს სკანირებას:
სკანირება გაგრძელდება დაახლოვებით 15 წუთიდან საათნახევრამდე, გააჩნია რა მონაცემების კომპიუტერი გაქვთ.
სკანირების დასრულებისას მიიღებთ ასეთ ფანჯარას:
ნაპოვნი არასასურველი ფაილების წასაშლელად ვაჭერთ fix selected problems
და მივიღებთ ასეთ შედეგს:
ეს ნიშნავს რომ ყველა არასასურველი ფაილი წაშლილია წარმატებით.
ეხლა გადავიდეთ შემდეგ განყოფილებაში immunize. ეს გვეხმარება ჩვენი ბრაუზერის სისუსტეების აღმოჩენაში საიდანაც შეიძლება დაინფიცირდეს კომპიუტერი.
ამ განყოფილებაში გადასვლისთანავე დაიწყებს დასკანერებას:
დამთავრების მერე ჩვენ ვნახავთ შედეგს არის თუ არა სუსტი ადგილები. ამის მერე ვაჭერთ immunize ღილაკს(მწვანე ფერის პლიუსით აღნიშნული ღილაკი) და დაიწყება ჩვენი ბრაუზერების დაცვა.
პროცესის დასრულების შემდეგ დაცული იქნება ჩვენი ბრაუზერები და წაშლილი იქნება ყველა არასასურველი ფაილი. შეგვიძლია გამოვრთოთ პროგრამა.
სასურველია თუ ამ პროგრამას კვირაში ერთხელ მაინც გამოვიყენებთ. სკანირების დაწყებისას დარწმუნდით რომ სხვა ანტივირუსული პროგრამები გამორთულია.
No comments:
Post a Comment