არის ბევრი მეთოდი კომპის ასაჩქარებლად, ზოგი სისულელეა ზოგი არა. უმეტეს შემთხვევაში გვატყუებენ პროგრამები რომელბსაც ისეთი აღწერა აქვთ მიწერილი რო ერთი სული გაქ როდის გადმოიწერ და დააყენებ რო დაისვენო, მაგრამ ხშირად არაფერსაც არ შვება და პირიქით შეიძლება ზიანიც მიაყენოს კომპიუტერს რამე საზიანო პროგრამის გავრცელებით ან უბრალოდ დაყენების შემდეგ ოპერატიული მეხსიერების დარეზერვებით და რეგისტრის ზედმეტი დანაგვიანებით.
მოკლედ აქ განვიხილოთ კომპიუტერის აჩქარების ერთ-ერთი მეთოდი:
ეს მეთოდი ითვალისწინებს პროგრამა checkdisk-ის გამოყენებას, ეს პროგრამა ყველას გვაქ კომპიუტერში.
მისი მოვალეობაა შეამოწმოს ჩვენი მყარი დისკი (ვინჩესტერი) სხვადასხვა შეცდომებზე, ამოწმებს კლასტერების, სექტორების და ა.შ. მდგომარეობას, რომლების გაუმართავ მდგომარეობაში ყოფნა ხშირად იწვევს ჩართვისას კომპიუტერის გაჭედვას, system crash შეცდომებს და ასე შემდეგ. ხოლო დიდი ხანი ასეთ მდგომარეობაში ყოფნისგან საბოლოოდ თქვენი მყარი დისკი გარდაიცვლება და თან გაიყოლებს ყველა თქვენ ინფორმაციას. ამიტომ არ ღირს გარისკვა, ჯობია დავიზღვიოთ თავი.
პირველი მეთოდი არის შედარებით ადვილი და ნაკლებად ფუნქციონალური:
მოქმედების გეგმა ასეთია: My computer-ში შევდივართ და C:\ დისკზე (ან რომელზეც გაქვთ სისტემა დაყენებული) ვაჭერთ მაუსის მარჯვენა ღილაკს და ახალ გამოჩენილ ფანჯარაში გადავდივართ Tools განყოფილებაში და ვაჭერთ check now ღილაკს:
ღილაკზე დაჭერის შემდეგ გამოვა კიდევ ერთი პატარა ფანჯარა სადაც ჩამოთვლილია რისი გაკეთება გვსურს, ყურადღება მიაქციეთ რომ ორივე ჩამოთვლილი ვარიანტი მონიშნული იყოს. პირველი ავტომატურად გამოასწორებს სისტემურ შეცდომებს ხოლო მეორე ავტომატურად აღადგენს დაზიანებულს სექტორებს
ამის შემდეგ დავაჭიროთ start-ს და დაიწყება პროცესი. კომპიუტერის მონაცემებიდან გამომდინარე და ასევე დაზიანებული მონაკვეთების გათვალისწინებით სკანირებას მოუნდება 20 წუთიდან რამოდენიმე საათამდე.
პროცესის გაშვების მერე სასურველია სხვა არაფერი გააკეთოთ კომპიუტერში. რადგან თქვენ კომპიუტერს სხვა ოპერაციის გაკეთებაც შეუძლია იმას არ ნიშნავს რო აუცილებლად უნდა გააკეთოს.
პ.ს. გამორთეთ ყველა სხვა პროგრამა სკანირების დაწყებამდე.
მეორე მეთოდი ცოტა უფრო რთულია და ვისაც command prompt-თან შეხება არ ქონია და არ იცის როგორ გამოიყენოს შეიძლება ცოტა გაუჭირდეს.
მოკლედ შევდივართ start>>run>>cmd გამოსულ ფანჯარაში ჩავწეროთ: chkdsk c: /f /v /r /x /i /c ეს არის ყველა ბრძანება და აუცილებელი არ არის ყველას ჩაწერა, მხოლოდ იმათი რომელიც გვჭირდება
ეს არის ცხრილი რომელშიც წერია რომელი ასო რა ბრძანებას ასრულებს:
დასკანერებისთვის ყველა ასოს გამოყენება არ არის საჭირო იმიტომ რომ შეიძლება რამე არასწორად გააკეთოთ. ძირითადი ასოები არის: /f /r /x
შემდეგ დააჭირეთ enter-ს, გამოვა ახალი კითხვა გსურთ თუ არა ჩართვისას რომ განახორციელოს თქვენს მიერ მითითებული ბრძანება, დააჭირეთ Y რომ დაეთანხმოთ და დაარესტარტეთ კომპიუტერი, ჩართვისას დაიწყებს თქვენი მყარი დისკის შემოწმებას რომელიც იგივე ან უფრო მეტ დროს დაიკავებს როგორც წინა ხერხში, გააჩნია რამდენ ბრძანებას აირჩევთ.
good luck...
No comments:
Post a Comment