ჯერ გავეცნოთ რას აკეთებს საერთოდ ეს ფუნქცია; სისტემის ბექაფი ქმნის სარეზერვო კოპიას რეესტრის და რამდენიმე საქაღალდის რომელიც მოთავსებულია windows საქაღალდეში და რომლებიც პასუხისმგებელნი არიან კომპიუტერის ფუნქციონირებაზე(hardware/software). მაგრამ არ აღადგენს ისეთ ფაილებს როგორიცაა სურათები, ვიდეოები, სხვადასხვა პროგრამების საინსტალაციოები და მსგავსი ფაილები რომლების დამატებაც მომხმარებლის მიერ ხდება.
ამ სარეზერვო კოპიის გამოყენება შეიძლება მაშინ როცა რაღაც პრობლემის გამო კომპიუტერი არ ფუნქციონირებს გამართულად,( იქნება ეს ვირუსის ბრალი თუ უბრალოდ არასწორად წაშლილი საჭირო ფაილის ბრალი.) ჩვენ უბრალოდ რამდენიმე კლიკის მეშვეობით დავაბრუნებთ სისტემას იმ მდგომარეობაში რომელსაც ჩვენ მივუთითებთ.
მოკლედ დავიწყოთ windows XP-ით, რადგან მე არ მიყენია XP ამიტომ დიდი ბოდიში მაგრამ ძალიან დაწვრილებით ვერ ავხსნი, თუმცა არამგონია პროცესი დიდად განსხვავდებოდეს windows 7 ან vista-სგან.
ეს არის ვიდეო სადაც ნაჩვენებია როგორ უნდა შვეიდეთ system restore/backup-ში ვინ XP-ზე: პირდაპირი ბმული ვიდეოზე
ამ ვიდეოს საჩვენებლად საჭიროა მაკრომედია ფლეში, თუ არ გაქვთ დაყენებული (მიხვდებით იქიდან რომ კლიპი არ ჩაირთვება) მაშინ გადმოწერეთ იგივე ვიდეო .avi ფორმატში (მოცულობა 5მბ)
download link
Windows 7-ზე ბექაფის გაკეთება და შემდეგ ამ ბექაფით სისტემის აღდგენა ნახეთ ასევე ვიდეოში. მგონი ვიდეოთი უფრო ადვილი გასაგებია ვიდრე დაწერილის გარკვევით
No comments:
Post a Comment