Tuesday, June 14, 2011

windows antivirus trojan წაშლა

არსებობენ ისეთი ვირუსები რომლებზეც ვერაფრით ვერ იფქირებთ რომ შეიძლება ვირუსი იყოს. ასეთ ვირუსებს მიეკუთვნება windows XP antivirus, windows 7home security და ასე შემდეგ. ერთი შეხედვით არის ანტივირუსი, დახასიათება მოყვება სასწაული და რატომაც არ გადმოვწეროო იფიქრებს ასეთი ტიპის ვირუსებში გაურკვეველი ადამიანი, მაგრამ სინამდვილეში ეს არის ძალიან საზიზღარი და მომაბეზრებელი ვირუსი. მისი გადმოწერის და დაყენების შემდეგ ავტომატურად ყენდება რამდენიმე სახის ვირუსი. ეს ძალით ანტივირუსი იწყებს სკანირებას და დაბლოკავს ყველა ნამდვილ ანტივირუსს და სხვადასხვა დაცვის პროგრამებს რომლებსაც შეუძლიათ მისი წაშლა, ხოლო თუ ეცდებით სხვა ანტივირუსის გადმოწერას არ გადმოგაწერინებთ და ამოაგდებს ფანჯარას სადაც გაცნობებთ რომ მაგალითად  ესეტის ანტივირუსი დაბლოკა რადგანაც შეიცავდა საზიანო ფაილებს. ერთი სიტყვით დაიპყრობს მთლიან კომპიუტერს და შეძლებს ნებისმიერი რამის მოპარვას, წაშლას და ა.შ.

ეს არის ამ ვირუსების სახელები ოპერაციული სისტემის მიხედვით:

დაიმახსოვრეთ რომ ვინდოუსს არანაირი ანტივირუსი არ აქვს! არსებობს მხოლოდ windows defender და windows firewall, ეს ორივე პროგრამა მოყვება ვინდოუსს.

რადგან ამ ვირუსის წაშლა საკმაოდ შრომატევადი საქმეა ჯობია ორჯერ სამჯერ და ათაშჯერ გადავამოწმოთ რა ფაილს ვიწერთ.
აქვე მოვიყვან ერთ-ერთ ხერხს როგორ შიძლება ამ ვირუსის მოშორება. თუ იცით სხვა საშუალება კარგი იქნებოდა კომენტარებში დაგეტოვებინათ :)


პირველ რიგში გავითვალისწინოთ ის რომ ამ ვირუსმა შეიძლება არ გადმოგვაწერინოს არანაირი .exe გაფართოების ფაილი და ანტივირუსი მითუმეტეს, ამიტომ ვსარგებლობთ ნებისმიერი სხვა კომპიუტერით და ვიწერთ ამ ფაილს: FixNCR.reg გადმოსაწერი ლინკი: http://www.box.net/shared/spz8rb999rs47bbhla64
ვიწერთ ასევე ამ ფაილს eXplorer.exe: http://www.box.net/shared/grv9i777itgou5i9g1lh



ამის შემდეგ ამ ყველაფერს ვიწერთ ფლეშკაზე ან დისკზე და ვდებთ ჩვენ კომპიუტერში.
1.თავიდან ვუშვებთ პირველად გადმოწერილ ფაილს, ვაკოპირებთ დესკტოპზე და ვაჭერთ ორჯერ.
2.შემდეგ დესკტოპზე ვაკოპირებთ და ვუშვებთ მეორედ გადმოწერილ ფაილს (ამ პროცესს შეიძლება რამდენიმე წუთი დაჭირდეს ასე რომ დაელოდეთ) ეს პროცესი ყველა აქტიურ პროცესს მოკლავს.
3. ამის შემდეგ გაუშვით და დააყენეთ მესამედ გადმოწერილი ფაილი, არ შეცვალოთ არაფერი დაყენებისას. დაყენების მერე პროგრამა გააკეთებეს აფდეითს და დაიწყებს სკანირებას და უკვე შეძლებს ყველა დაინფიცირებული ფაილის პოვნას.
ყველა პროცესის დასრულების შემდეგ დაარესტარტეთ კომპიუტერი.
ამ ფაილების დესკტოპზე გადმოტანისას და გაშვებისას შეიძლება გიჩვენოთ ფანჯარა რო ესენი არის სახიფათო პროგრამები, ამ ფანჯარას ყურადრება არ მიაქციოთ და არ დააჭიროთ არსად რადგანაც ყველა ვარიანტში დაბლოკავს, უბრალოდ მიყევით ზევით მოცემულ ინსტრუქციებს.

პ.ს. კომპიუტერის გაწმენდისას სავალდებულოა რომ ყველა ფოლდერი და ყველა ბროუზერი იყოს დახურული! ამიტომ ზემოთ ჩამოთვლილი ინსტრუქციები კარგად დაიმახსოვრეთ ან ამოიწერეთ ან ამობეჭდეთ.

No comments:

Post a Comment