დრო და დრო ყველას გვაწუხებს ეს პრობლემა და გვაფიქრებს საიდან შეიძლებოდა მოხვედრილიყო ვირუსი, მე ხო არც პორნო საიტებზე შევდივარ და არც უცხო ხალხისგან გამოგზავნილ ფაილებს ვიღებ?
საქმე იმაშია რომ ვირუსისგან თავის დაცვა არც ასე მარტივია. მავნე პროგრამები (ზოგადად ვირუსები) დღითი დღე ვითარდებიან და სულ უფრო და უფრო წარმოუდგენელი გზით ხვდებიან ჩვენ კომპიუტერებში. ერთ ერთი ასეთი მითი იყო ის რომ აუდიო ფაილებს და ვიდეო ფაილებს არ ქონდათ ვირუსები მაგრამ ეს მითიც დაიმსხვრა. ცოტა ხნის წინ გადავაწყდი ერთ პოსტს სადაც ერთი დაზარალებული ამტკიცებდა რომ გადმოწერა ფილმი და ჩართვის მერე კომპიუტერის უცნაური ქმედებები შენიშნა (რამდენჯერმე გამოჩნდა და გაქრა CMD ფანჯარა) და
აღმოჩნდა რომ ვიდეოს ვირუსი ქონდა მიერთებული. ამის შემდეგ ინტერნეტში მოვიძიე ინფორმაცია და ერთ ერთ საიტზე წავაწყდი ინსტრუქციებს, გავაკეთე როგორც ახსნილი იყო და გავტესტე ჩემ კომპიუტერზე და სამწუხაროდ სიმართლე აღმოჩნდა ყველაფერი. ვიდეო და აუდიო ფაილებზე ვირუსის მიერთება აღმოჩნდა უადვილესი საქმე. ამ ვირუსის პროცესებში გასაშვებად ძალიან კარგი დამხმარეა VLC პლეიერი. ეს პლეიერი საკმაოდ პოპულარულია თან როგორც ჩანს სუსტი წერტილიც აღმოაჩნდა და ბოროტმა ბიძიებმა მაშინვე გამოიყენეს. თუმცა ეს პლეიერი ზედმეტად კარგია იმისთვის რომ დაუფიქრებლად წავშალოთ. საჭიროა ჩვენი ანტი ვირუსი ყოველთვის განახლებული იყოს და დრო და დრო სხვა ანტივირუსული პროგრამა გადავატაროთ ხოლმე ჩვენ კომპიუტერს.
ჩემი კიდევ ერთი რჩევა იქნება ის რომ ვინც P2P(ტორენტ) სერვისს იყენებს დააკვირდეს ფაილს წაიკითხოს კარგად აღწერა და თუ საეჭვოდ მოეჩვენა არ გადმოწეროს. საეჭვოში ვგულისხმობ მაგალითად როცა ფაილს რამდენიმე ათასი ან უბრალოდ ძალიან ბევრი სიდერი ყავს და არის ძალიან ცოტა კომენტარი, ან საერთოდ არ არის არც კომენტარი და არც შეფასება, ეს უკვე ნიშნავს რომ ფაილის ავტორი თავისი ბოტნეტით ასიდირებს ამ ფაილს და მისი ასეთი თავის გამოდება იმისთვის რომ თქვენ ადვილად გადაწეროთ ფაილი შეიძლება ნიშნავდეს მხოლოდ ერთს! მიხვდით ალბათ რომ მომხმარებელზე ზრუნვას აშკარად არ ნიშნავს :))
დრო და დრო შემოგთავაზებთ ვირუსის გავრცელების სხვა მეთოდებს და თავიდან აცილების გზებს.
No comments:
Post a Comment