მენიუს გამოძახების სისწრაფის აჩქარება, ანუ მაუსის კლიკის და მენიუს გამოჩენის შორის დროის შემცირება:
ესეიგი შევდივართ: run>>regedit>>HKEY_current_user>>control panel>>desktop
დავაჭიროთ desktop და მარჯვენა მხარეს გამოჩნდება ფაილების ჩამონათვალი, მოვძებნოთ menuShowDelay
და ვაჭერთ მარჟვენა მაუსის ღილაკს და ვირჩევთ modify, ახალ გამოსულ ფანჯარაში სავარუდოდ ეწერება 400 ან რამე მსგავსი, თქვენ ჩაწერეთ 100 და შეინახეთ.
კომპიუტერის სწრაფი ჩატვირთვა
მყარი დისკის სწრაფი ჩატვირთვისთვის აუცილებელია რომ სისტემა მუშაობდეს DMA-ზე და ასეც არის დაყენებული დეფაულთ კონფიგურაციები მაგრამ ხანდახან ვირუსის ზემოქმედებისგან ეს ფუნქცია ითიშება ან გადადის PIO-ზე. ამიტომ საჭიროა დავრწმუნდეთ რომ ჩვენი კომპი სწორად არის დაკონფიგურებული. ამისთვის შევიდეთ სტარტ მენიუში და ძიებაში ჩავწეროთ device manager, გავხსნათ შესაბამისი ფანჯარა და ავირჩიოთIDE ATA/ATAPI CONTROLLERS და ჩამოიშლება სხვადასხვა ვარიანტები, ავირჩიოთ PRIMARRY CHANNEL ან ATA CHANNEL 0
ან მსგავსი რამ რომელიც მიგვახვედრებს რომ არის ძირითადი ჩამტვირთავი მოწყობილობა. ვაჭერთ მარჯვენა მაუსს და ვირჩევთ PROPERTIES, გადავიდეთ ADVANCED SETTINGS-ზე და აქ დავრწმუნდეთ რომ მონიშნულია DMA ან თუ ჩამოსაშლელი მენიუა ავირჩიოთ DMA,
შევინახოთ ცვლილებები და გადავტვირთოთ კომპიუტერი.
სულ ეს იყო;)
No comments:
Post a Comment